სერვისები
პროფესიონალური სერვისები ქართული საზოგადოებისთვის
თარჯიმნის მომსახურება
თარჯიმნობა, თარგმნა, როგორც კომუნიკაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმა და პროფესია, დედამიწაზე სათავეს უხსოვარი დროიდან იღებს. თარჯიმანთა ჩართულობა ძველი ცივილიზაციებისა და რესურსთა გაცვლა-გამოცვლის პროცესში შეუფასებელი იყო. მეტიც, მაგალითად, კართაგენში მთარგმნელები ვიზუალურადაც გამოირჩეოდნენ სხვებისგან - თავს იპარსავდნენ და სხეული ტატუებით ჰქონდათ დაფარული, რათა თარჯიმნები კართაგენლებს უცხო ენათა ჯადოქრებად, მაგიის დამმორჩილებლებად წარმოედგინათ. სწორედ მთარგმნელების დამსახურებაა, რომ ადამიანებს სხვადასხვა ლიტერატურასა და ინფორმაციაზე წვდომის საშუალება ჰქონდათ, რაც, თავისმხრივ, განვითარების უპირობო საწინდარი იყო.
🏠უძრავი ქონების აგენტი
უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ცხოვრებაში ვიღებთ - განსაკუთრებით ნიუ იორკში, სადაც ბაზარი მაღალკონკურენტულია, ფასები - მაღალი, და არასწორი ნაბიჯი შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს. სწორედ ამიტომ, პროფესიონალის დახმარება არა ფუფუნება, არამედ აუცილებლობაა.
💰ტაქსების გადახდა
დაგეხმარებით Tax Return-ის შევსებაში, ITIN-ის მიღებასა და ბიზნეს გადასახადებში - IRS-თან დაკავშირებული ყველა საკითხი - ყველაფერი ერთ სივრცეში
📢სარეკლამო მომსახურება
დაგეხმარებით ნებისმიერი სახის რეკლამის გადაღებასა და გავრცელებაში, ფეისბუქ და სხვა სოციალური ქსელების მართვაში, სავიზიტო ბარათების ბეჭდვასა და ვებ-გვერდების დამზადებაში, ასევე ნებისმიერი ბანერის დიზაინის დამზადებაში - ყველაფერი ერთ სივრცეში
🚗DMV მომსახურება
ამერიკაში ცხოვრება ხშირად მოითხოვს სხვადასხვა უწყებებთან ურთიერთობას, რაც, განსაკუთრებით ენობრივი ბარიერის პირობებში, შეიძლება რთული და დამღლელი იყოს. ჩვენ სწორედ ამ სირთულეების გადასაჭრელად ვართ აქ. გარდა მსგავს სივრცეებში სათარჯიმნო მომსახურებისა, ჩვენ ამ საჭირო სერვისსაც გთავაზობთ:
✈️მოგზაურობის დაგეგმვა
სივრცე გთავაზობთ სრულ სამოგზაურო მხარდაჭერას - საქართველოში ჩასვლიდან დაწყებული, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მოგზაურობით დამთავრებული.