სერვისები
🌐
🌐

თარჯიმნის მომსახურება

თარჯიმნობა, თარგმნა, როგორც კომუნიკაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმა და პროფესია, დედამიწაზე სათავეს უხსოვარი დროიდან იღებს. თარჯიმანთა ჩართულობა ძველი ცივილიზაციებისა და რესურსთა გაცვლა-გამოცვლის პროცესში შეუფასებელი იყო. მეტიც, მაგალითად, კართაგენში მთარგმნელები ვიზუალურადაც გამოირჩეოდნენ სხვებისგან - თავს იპარსავდნენ და სხეული ტატუებით ჰქონდათ დაფარული, რათა თარჯიმნები კართაგენლებს უცხო ენათა ჯადოქრებად, მაგიის დამმორჩილებლებად წარმოედგინათ. სწორედ მთარგმნელების დამსახურებაა, რომ ადამიანებს სხვადასხვა ლიტერატურასა და ინფორმაციაზე წვდომის საშუალება ჰქონდათ, რაც, თავისმხრივ, განვითარების უპირობო საწინდარი იყო. ამ ეპოქაში თარგმნა ბევრად უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ეს ადრე იყო, მაგრამ პროფესიონალი თარჯიმნის აყვანა დღემდე საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცესია - სულ რომ სრულად მოწესრიგებული გქონდეთ ყველაფერი, თუკი არაპროფესიონალი თარჯიმანი გეყოლებათ, დიდი შანსია, რომ საქმე ისე არ დასრულდეს, როგორც ეს მიზნად დაისახეთ. ჩვენი სივრცე, სხვა სერვისებთან ერთად, კვალიფიციურ სათარჯიმნო მომსახურებასაც გთავაზობთ. სათარჯიმნო მიმართულებას ჩვენი პლატფორმის ერთ-ერთი თანადამაარსებელი, თათია წულაძე ხელმძღვანელობს, რომელიც უკვე წლებია, ამერიკაში თარჯიმნად მუშაობს და დიდი გამოცდილება აქვს სხვადასხვა სფეროს მიმართულებით, იქნება ეს ბიზნეს, საიმიგრაციო, იურიდიული, სამედიცინო თუ სხვა ტიპის ინტერპრეტირება, როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოში. ჩვენი გუნდი ასევე გთავაზობთ პარტნიორი თარჯიმნების მომსახურებას, რომლებიც მაღალი დონის პროფესიონალები არიან და მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებთ ზურგს როგორც ინტერპრეტინგში, ასევე თარგმნაში. თუ გჭირდებათ ინტერპრეტერი, თარჯიმანი, ან ნათარგმნის ნოტარიულად დამოწმება, აუცილებლად შეგვეხმიანეთ - აიყვანეთ პროფესიონალი, რომელიც საქმის ბოლომდე სრულყოფილად მიყვანაში დაგეხმარებათ.

გვიკავშირდი

+1 (347) 957-1845

თარჯიმნის მომსახურება | sivrce.us