უძრავი ქონების აგენტი
უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ცხოვრებაში ვიღებთ - განსაკუთრებით ნიუ იორკში, სადაც ბაზარი მაღალკონკურენტულია, ფასები - მაღალი, და არასწორი ნაბიჯი შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს. სწორედ ამიტომ, პროფესიონალის დახმარება არა ფუფუნება, არამედ აუცილებლობაა. ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ თითოეულ განცხადებას წარმოადგენს ლიცენზირებული უძრავი ქონების აგენტი, ბროკერი ან საბროკერო კომპანია, რომელსაც: აქვს სახელმწიფო სალიცენზიო ნებართვა ბაზარზე სამუშაოდ; ჩაბარებული აქვს შესაბამისი პროფესიული გამოცდა. ეს ნიშნავს, რომ საეჭვო "მაკლერებთან" - იმ პირებთან, ვინც პროფესიული ზედამხედველობის გარეშე მოქმედებს - შეხება აღარ მოგიწევთ. თუ გჭირდებათ პირადი აგენტის მომსახურება, ჩვენს გუნდში შეხვდებით ამ ვებ-გვერდის ერთ-ერთ დამაარსებელს - ლუკა გვაზავას, Keller Williams-ის ლიცენზირებულ აგენტს ნიუ იორკის შტატში. ლუკა დაგეხმარებათ სახლის ძიებიდან გარიგების დახურვამდე ყოველ ეტაპზე - ქართულად და ინგლისურად, პროფესიონალურად და სრული გამჭვირვალობით. მომსახურება ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტული საკომისიოს შესაბამისად. ქირაობის შემთხვევაში, თუ აგენტს კლიენტი ქირაობს, მესამე თვის მოსაკრებელს, ანუ ე.წ. Broker Fee-ს მომხმარებელი იხდის, ხოლო თუ აგენტს მაკლერი ქირაობს, ამ შემთხვევაში ანგარიშსწორება მათ შორის ხდება. ყოველთვის გადაამოწმეთ ეს პუნქტი, როცა ბინის ქირაობას გადაწყვეტთ.