მოგზაურობის დაგეგმვა
სივრცე გთავაზობთ სრულ სამოგზაურო მხარდაჭერას - საქართველოში ჩასვლიდან დაწყებული, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მოგზაურობით დამთავრებული. თუ სამშობლოში ჩასვლა გეგმავთ, ან ამერიკაში წამოსვლასთან დაკავშირებით გჭირდებათ დახმარება - ჩვენ აქ ვართ. ავიაბილეთების მოძიება და შეძენა საუკეთესო ფასად, ფრენის მარშრუტის დაგეგმვა და სხვა საორგანიზაციო საკითხები - ეს სერვისი სრულიად უფასოა. ის მხოლოდ თქვენს სურვილზე დაფუძნებულ დონაციას ან თიფს ითვალისწინებს, რაც გვეხმარება ვებ-გვერდის შეუფერხებელ ფუნქციონირებაში. სივრცეში კიდევ ბევრ სერვისს შეხვდებით, რომელიც სრულიად უფასოა და ემყარება დონაციის სისტემას - დაგენერირებული თანხა სრულად ხმარდება ჩვენი სერვისის გაუმჯობესებას. სივრცე, პარტნიორ სამოგზაურო კომპანიასთან ერთად, სხვა ამერიკულ შტატებში, ევროპის ქვეყნებში, ან მსოფლიოს სხვა კუთხეებში მოგზაურობის დაგეგმვაში სრულყოფილ დახმარებას გთავაზობთ: ბილეთების მოძიება და შეძენა - ავიაბილეთები და სხვა სახის სატრანსპორტო ბილეთები საუკეთესო ფასად; სასტუმრო ან საცხოვრებლის დაჯავშნა - თქვენი ბიუჯეტისა და პრეფერენციების შესაბამისად; სავიზო კონსულტაცია - გიხსნით ყველა კითხვას ვიზის მოსაპოვებლად საჭირო პროცედურებთან დაკავშირებით და გეხმარებით იმაში, რომ პროფესიონალური სერვისი მიიღოთ ჩვენი პარტნიორი კომპანიებისგან; ტურისტული პაკეტების შეძენა - სრული ტური, სადაც ყველა დეტალი წინასწარ არის გათვალისწინებული; შიდა ტრანსპორტირება აშშ-ში, სამანქანო ტურები, გამყოლი, ევროტური და ა.შ. ჩვენი მიზანია, მოგზაურობის ყოველი ეტაპი - ბილეთის ძიებიდან დანიშნულების ადგილამდე ჩასვლამდე - იყოს მარტივი, კომფორტული და ეკონომიური, ანუ ყველაფერი ერთ სივრცეში.