DMV მომსახურება
ამერიკაში ცხოვრება ხშირად მოითხოვს სხვადასხვა უწყებებთან ურთიერთობას, რაც, განსაკუთრებით ენობრივი ბარიერის პირობებში, შეიძლება რთული და დამღლელი იყოს. ჩვენ სწორედ ამ სირთულეების გადასაჭრელად ვართ აქ. გარდა მსგავს სივრცეებში სათარჯიმნო მომსახურებისა, ჩვენ ამ საჭირო სერვისსაც გთავაზობთ: DMV-სთან დაკავშირებული ყველა ძირითადი საკითხის მოგვარებას ჩვენთან უფასოდ შეძლებთ: მართვის მოწმობის მიღება, განახლება, მანქანის რეგისტრაციის განახლება - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე შეხვედრების (Appointment) ჩანიშვნა, პროცესის განმარტება, დოკუმენტაციის მოწესრიგება, კონსულტაციის გაწევა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციისა და გამოცდილების ფარგლებში - სივრცე ამ სერვისს უფასოდ გთავაზობთ. ჩვენ კარგად ვიცით, რა რთულია ფეხზე დადგომა, როცა ემიგრაციაში ახალი ხარ და არ იცი, ვის უნდა მიმართო, საიდან უნდა დაიწყო. სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება სივრცეც - ამიტომ, თუკი დახმარება შეგვეძლება იმაში, რომ თქვენი ახალი ცხოვრების საწყისის შემსუბუქებაში დაგეხმაროთ და ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ, აუცილებლად მოგვმართეთ. ეს სერვისები სრულიად უფასოა. თუ ჩვენი დახმარება გამოგადგებათ და სურვილი გექნებათ, დონაცია ან თიფი ძალიან დაგვეხმარება ვებ-გვერდის განვითარებასა და ფუნქციონირებაში, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ.