სიახლეები

Sivrce.us - ყველაფერი ერთ სივრცეში

Sivrce.us - ყველაფერი ერთ სივრცეში

რა არის Sivrce.us?

Sivrce.us (http://sivrce.us/) - არის ვებ-გვერდი, რომელიც ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტების დასახმარებლად შეიქმნა. ყოველდღიურად ამერიკაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი სერვისის საჭიროება არსებობს, როგორც ახალჩამოსულებისთვის, ასევე ძველი ემიგრანტებისთვის. ქვეყანაში, სადაც ყველაზე ძვირადღირებული რესურსი დროა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სერვისის არსებობა, რომელიც ადამიანებს ცხოვრებას გაუმარტივებს.

პროექტის იდეა ზუსტად ოთხი წლის წინ გაჩნდა - როდესაც ამ ქვეყანაში ახალი ემიგრანტები ვიყავით და ინფორმაციულ ქაოსში ვცდილობდით, საჭირო რესურსები გვეპოვნა და ასე მოგვეხდინა მანევრირება, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს მივხვდით, რომ კარგი იქნებოდა ისეთი სერვისის არსებობა, რომელიც ერთგვარი გზამკვლევი და დამხმარე იქნებოდა არამხოლოდ საწყის, არამედ ემიგრაციაში ცხოვრების მომდევნო ეტაპებზე. ბევრი მოდელი შემუშავდა, ბევრი ვიმუშავეთ საიტზეც და თითქმის ერთწლიანი მუშაობისა და ვებგვერდის გამართვის შემდეგ შევჯერდით ჰაბზე, რომელიც, გარდა კერძო ფასიანი სერვისების განთავსებისა (როგორებიცაა ბუღალტრის, თარჯიმნის, უძრავი ქონების აგენტის მომსახურება), ძირითადად დამყარებული იქნება დონაციის პრინციპზე. სერვისების დიდი ნაწილი ჩვენთან უფასო იქნება, თუმცა, რადგან ჩვენი რესურსიც განლევადია და განვითარებისთვის ფინანსური რესურსი მნიშვნელოვანია, დონაციები და თიფები ძალიან დაგვეხმარება წინსვლაში.

სივრცე აერთიანებს სხვადასხვა ფუნქციონალს. ჩვენთან იხილავთ სხვადასხვა ვაკანსიებს და შეძლებთ როგორც თქვენთვის სასურველი სამსახურის აარჩევას, ასევე ვაკანსიების თავად განთავსებას. ეს ფუნქცია ვებ-გვერდზე სრულიად უფასოა, რადგან ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის კომუნიკაცია და სასურველი კადრის, ან სამსახურის პოვნა, განსაკუთრებით ენობრივი ბარიერის არსებობისას.

სივრცე ასევე გთავაზობთ დახმარებას DMV-ის და სხვა დეპარტამენტების საკითხებში, როგორებიცაა დახმარება მართვის მოწმობის აღება, განახლება, რეგისტრაცია; ასევე სხვადასხვა შეხვედრის, ე.წ. ეფოინთმენთის ჩანიშვნა, სხვადასხვა სერვისის მოძიება, დაკავშირება, Uber/Lyft და სხვა კომპანიებთან კომუნიკაცია და ა.შ. - ეს ნაწილი თქვენს საჭიროებებს მოერგება და ძირითადად იქნება უფასო - როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სრულად დამყარებული დონაციებსა და თიფებზე. შემოსული თანხა მოხმარდება ჩვენი, როგორც ქართული ჰაბის ზრდასა და დასაქმებული ადამიანებისთვის შესაბამისი თანხის გადახდას.

უფასო სერვისები მოიცავს:

  • ვაკანსიების განთავსება/ძიება;

  • DMV სერვისები, ჯარიმები, ეფოინთმენთები

  • მოგზაურობა და საქართველოში, ან საქართველოდან საფრენი ბილეთების შეძენაში დახმარება.

საიტზე ასევე განთავსდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი სიახლეები სხვადასხვა მიმართულებით: საემიგრაციო და სხვა სამართლის სიახლეები, მნიშვნელოვანი ამბები ქართულ დიასპორაში და ა.შ. მადლობლები დავრჩებით დონაციისა თუ თიფისთვის, რაც სრულად მოხმარდება იმას, რომ ჩვენმა ვებ-გვერდმა ფუნქციონირება შეძლოს.

სივრცე ასევე გააერთიანებს სხვადასხვა ფასიანი სერვისის პროვაიდერებს და ჩვენთან აუცილებლად იპოვნით უძრავი ქონების აგენტს, თარჯიმანს, ბუღალტერს, მძღოლს, მოგზაურობისა და ტურების დამგეგმავს, რესტორატორს და ა.შ. - პროფესიონალ ქართველებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში პროფესიონალურ დახმარებას გაგიწევენ. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად იქნება ჩართული თითოეული მათგანის კვალიფიკაციის გადამოწმებასა და თქვენთვის მხოლოდ ხარისხიანი სერვისის მოწოდებაში. თითოეული ამ ადამიანის მომსახურების ღირებულება გაწერილი იქნება და გეცოდინებათ, რა სერვისს რა თანხად მიიღებთ.

ცოტა რამ რომ იცოდეთ ჩვენს შესახებაც, მოგიყვებით, ვინ ვართ და რა სერვისს მოგაწვდით უშუალოდ სივრცის დამაარსებლები:

უძრავი ქონების აგენტის მომსახურებას თქვენთვის ამ ვებ-გვერდის ერთ-ერთი დამაარსებელი და უძრავი ქონების ლიცენზირებული აგენტი, ლუკა გვაზავა შეასრულებს. უძრავი ქონების აგენტის მომსახურება მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადს. ლუკა დაგეხმარებათ როგორც ქირაობასა და გაქირავებაში, ასევე შეძენასა და გაყიდვაში, როგორც უძრავი ქონების ერთ-ერთი უდიდესი სააგენტოს, Keller Williams-ის ოფიციალურ აგენტი.

თარჯიმნის მომსახურებას ვებ-გვერდის თანადამაარსებელი, თათია წულაძე გაგიწევთ. თათიას თარგმნის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაში. თათია მუშაობს როგორც საემიგრაციო, ასევე სხვა სასამართლო, სამედიცინო, სატრანსპორტო (Uber/Lyft/Doordash/Amazon) თუ სხვა ტიპის თარგმნაზე და გთავაზობთ როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ სერვისს - დამოკიდებულია იმაზე, თუ რა საჭიროება აქვს კონკრეტულ ადამიანს. ფასი დამოკიდებულია ადგილმდებარეობასა და საათების რაოდენობაზე. შესაძლებელია შტატთაშორისი რელოკაციაც. თუმცა, თათიას გარდა სივრცეს ჰყავს პარტნიორი თარჯიმნები - ყოველი მათგანი პროფესიონალია და აქვს მრავალწლიანი სათარჯიმნო/ინტერპეტირების გამოცდილება.

სივრცე გთავაზობთ სხვა სერვისებსაც, როგორებიცაა ტაქსების გადახდა - ბიზნეს და პერსონალური ტაქსების გადახდა ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურაა; მოგზაურობის დაგეგმვა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ; ტურები, ინდივიდუალური სერვისები და ა.შ.

გამოგვყევით და არ გამოტოვოთ სიახლეები - ერთად გავზარდოთ და გავაძლიეროთ ქართული ემიგრაცია და, შესაბამისად, საქართველო.