სიახლეები

როგორ ავიღოთ TLC მართვის მოწმობა?

როგორ ავიღოთ TLC მართვის მოწმობა?

ამ სტატიაში ნაბიჯ-ნაბიჯ აგიხსნით, როგორ შეიძლება გახდეთ TLC ლიცენზირებული მძღოლი.

ნიუ-იორკში ტაქსის, „უბერის", „ლიფტის" ან ლიმუზინის მძღოლად მუშაობა მოითხოვს სპეციალურ ლიცენზიას, რომელსაც გასცემს ტაქსისა და ლიმუზინის კომისია (Taxi and Limousine Commission, შემოკლებით - TLC). ეს დოკუმენტი დამატებითია და არ ცვლის ჩვეულებრივ მართვის მოწმობას - ის TLC-ის მიერ გაცემული ცალკეული ლიცენზიაა, რომელიც საშუალებას აძლევს მძღოლს, იმუშაოს ყვითელ ან მწვანე ტაქსზე, „ლივერიში" (Livery), ე.წ. "ბლექ", ანუ შავ მანქანასა (Black Car) და ლიმუზინზე. მძღოლთა უმეტესობა სწორედ ამ ერთიან ლიცენზიას იღებს.

პ.ს. თუ სამარშრუტო მიკროავტობუსზე (Commuter Van) ან პარატრანზიტის ავტომობილზე (ე.წ. ექსეს-ე-რაიდ - Access-a-Ride აპირებთ მუშაობას, მაშინ TLC არ გამოგადგებათ.

საბაზისო მოთხოვნები

განაცხადის შეტანამდე დარწმუნდით, რომ აკმაყოფილებთ შემდეგ პირობებს:

  • მინიმალური ასაკი - 19 წელი;

  • გაქვთ მოქმედი, DMV-ის მიერ გაცემული მართვის მოწმობა (Chauffeur's License) - კომერციული კლასის A, B ან C, ან სამეწარმეო (For-Hire) კლასის E;

  • გაქვთ მოქმედი სოციალური დაზღვევის ნომერი (Social Security Number);

  • არ გაქვთ დავალიანება ნიუ-იორკის შტატის საავტომობილო სამმართველოს (DMV) ან TLC-ის წინაშე - ჯარიმები ან სხვა სახდელები ;

  • ბოლო 15 თვის განმავლობაში, ბოლო დარღვევის თარიღიდან ათვლით, თქვენს DMV-ის მოწმობაზე დარიცხული არ გაქვთ 5-ზე მეტი საჯარიმო ქულა.

„ლიცენზიის ფლობის შესაბამისობის" დეტალური კრიტერიუმები მოცემულია TLC-ის ოფიციალურ დოკუმენტში - Fitness Rules Notice.

საჭირო დოკუმენტები

განაცხადის შევსებამდე მოამზადეთ:

  • სოციალური დაცვის ბარათი - ე.წ. სოუშელი;

  • მართვის მოწმობის ან მისი ეკვივალენტის ასლი;

  • DMV-ის ამონაწერი, ე.წ. Driver's Abstract - ორიგინალი დოკუმენტი, რომლის გაცემიდანაც განაცხადის ონლაინ შეტანის დღემდე არ უნდა იყოს გასული 90 დღეზე მეტი;

  • სამედიცინო შემოწმება - ლიცენზირებულმა ექიმმა უნდა შეავსოს სამედიცინო სერტიფიცირების ფორმა (Medical Certification Form – New Driver Applicant).

  • Defensive Driving Course-ის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

საკრედიტო ან სადებეტო ბარათი, ან საბანკო ანგარიში გადასახდელად.

თუ ხართ ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის, ან აშშ-ის სამხედრო ძალების მოქმედი თანამშრომელი, ან ვეტერანი წევრი:

  • NYPD-ის თანამშრომლებს სჭირდებათ უფროსი ოფიცრის თანხმობის წერილისა და დამატებითი დასაქმების ფორმის ასლი - ეს უკანასკნელი ხელმოწერილი და დამტკიცებული უნდა იყოს როგორც უშუალო უფროსის, ისე თანამშრომელთა მართვის განყოფილების მიერ;

  • მოქმედ სამხედრო სამსახურში ან სამხედრო რეზერვში მყოფებს სჭირდებათ მოქმედი სამხედრო სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატისა და სამხედრო პირადობის მოწმობის ასლი (მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს თავდაცვის დეპარტამენტში);

აშშ-ს შეიარაღებული ძალების ვეტერანებს სჭირდებათ დათხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტების ან DD214 ფორმის ასლი და ვეტერანის მოწმობა (მოთხოვნა შეგიძლიათ გააგზავნოთ აშშ-ს ეროვნულ არქივში).

როგორ შევიტანოთ განაცხადი

  1. დაიწყეთ TLC-ის განაცხადი ონლაინ სისტემა LARS-ის მეშვეობით - https://apps.nyc.gov/lars/

  2. ჩაიბარეთ ნარკოტესტი - დარეკეთ LabCorp-ში ნომერზე (800) 923-2624 ეფოინთმენთის დასაჯავშნად. ანალიზების შედეგების მისაღებად გათვალეთ დაახლოებით 3 დღე;
    ან მიმართეთ ერთ-ერთ ფიზიკურ პუნქტს, სადაც პირდაპირ შესვლის, ანუ რიგის პრინციპით გაივლით ტესტს. შეგიძლიათ, ისარგებლოთ ქვემოთჩამოთვლილი მისამართებით:

  • QUEENS, NY

3100 47th Avenue, Long Island City, 11101 / Corner of 47th Avenue & 31st Street - TLC Building (ორშაბათი - პარასკევი: 8:00 am – 3:25 pm)

  • BROOKLYN, NY

8925 Avenue D, 11236 / Canarsie Plaza (ორშაბათი - პარასკევი: 9:00 am – 2:00 pm)

1723 East 12th Street, 11229 / Between Kings Highway & Avenue R (ორშაბათი - პარასკევი: 8:00 am - 2:00 pm)

3768 Nostrand Avenue, 11235 / Between Avenues X & Y (ორშაბათი - პარასკევი: 7:00 am - 2:00 pm)

  • MANHATTAN

1317 3rd Avenue, 3rd Floor, 10021 (ორშაბათი - პარასკევი: 8:30 am - 2:30 pm / შაბათი: 8:20 am – 11:00 am)

  • STATEN ISLAND

4434 Amboy Road, 2nd Floor, 10312 / Corner of Richmond Avenue (ორშაბათი - პარასკევი: 8:30 am – 2:00pm / შაბათი 8:30 am – 11:00am)

  • LONG ISLAND

Bellmore – 2154 Newbridge Road, Suite 2, 11710 (Nassau) (ორშაბათი - პარასკევი: 9:00am – 2:00pm / შაბათი: 8:30am – 10:30am)

Port Jefferson - 11 Medical Drive, 11776, Davis Pro Building (Suffolk) (ორშაბათი - პარასკევი: 9:00 am – 2:00 pm / შაბათი: 8:30 – 10:30)

  1. ჩააბარეთ თითის ანაბეჭდები და გადაიღეთ ფოტო - ჩასაწერად ეწვიეთ IdentoGO-ს ვებგვერდს: https://uenroll.identogo.com/workflows/15425Y და გამოიყენეთ სერვისის კოდი: 15425Y.

  1. გაიარეთ ნიუ-იორკის შტატის DMV-სერტიფიცირებული 6-საათიანი თავდაცვითი მართვის კურსი - Defensive Driving Course - ეს უნდა გააკეთოთ ონლაინ განაცხადის შეტანიდან 90 დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი კურსი უკვე გავლილი გაქვთ განაცხადის შეტანამდე ბოლო სამი წლის განმავლობაში. სერტიფიკატის ატვირთვა შესაძლებელია TLC UP სისტემაში. https://a156-nauf.nyc.gov/tlcup/

  2. დაასრულეთ ყველა საგანმანათლებლო მოთხოვნა განაცხადის შეტანიდან 90 დღის ვადაში.

  3. გადაიხადეთ ყველა საპარკინგე ჯარიმა - იხილეთ ინფორმაცია NYC-ის საპარკინგო ჯარიმების გვერდზე: https://www.nyc.gov/main/services/parking-and-camera-tickets

  4. გადაიხადეთ ყველა საგზაო-სატრანსპორტო ჯარიმა - იხილეთ ინფორმაცია NY DMV-ის გვერდზე: https://www.nyc.gov/main/services/parking-and-camera-tickets

  5. უყურეთ ტრეფიკინგის შესახებ ცნობიერების ამაღლების 10-წუთიან ვიდეოს (Sex Trafficking Awareness Training) - https://www.nyc.gov/site/tlc/drivers/sex-trafficking-prevention-video.page

გაითვალისწინეთ: ყველა ეს ეტაპი უნდა შეასრულოთ განაცხადის შეტანიდან 90 დღის განმავლობაში - წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი გაგიუქმდებათ.

საგანმანათლებლო მოთხოვნები

TLC მძღოლის ლიცენზიის მსურველმა აუცილებლად 90 დღის ვადაში უნდა შეასრულოს შემდეგი მოთხოვნები:

  1. ახალი TLC მძღოლის ლიცენზიის 3-დღიანი კურსი;

  1. მგზავრთა დახმარებისა და ეტლით მოსარგებლეთათვის ხელმისაწვდომი მანქანების (WAV - Passenger Assistance and Wheelchair Accessible) ტრენინგი;

  1. TLC მძღოლის ლიცენზიის გამოცდა;

  1. ტრეფიკინგის შესახებ ცნობიერების ამაღლების ვიდეოს ყურება;

  1. Defensive Driving Course (DDC) გავლა.

დამატებითი ინფორმაციისა და კურსებზე/გამოცდაზე რეგისტრაციისთვის მიმართეთ TLC Licensing Education-ის გვერდს - https://www.nyc.gov/site/tlc/drivers/driver-education.page. აქ ნახავთ სკოლების ლოკაციებს, მოთხოვნებს, საგანმანათლებლო რესურსებს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.

ხარჯები

$252 (სამწლიანი ლიცენზიისთვის) - TLC-ის განაცხადის დამუშავების საფასური, რომელიც უკან არ დაგიბრუნდებათ. თანხას უხდით TLC LARS-ს (https://apps.nyc.gov/lars/)

$34 - ნარკოტესტირება - თანხას უხდით LabCorp-ს. დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ამ ბმულს: https://www.nyc.gov/site/tlc/drivers/drug-testing-requirements.page

$90.25 - თითის ანაბეჭდები და ფოტო - თანხას უხდით IdentoGO-ს. სერვისის კოდია 15425Y. https://uenroll.identogo.com/workflows/15425Y

$245–$250 - TLC მძღოლის ლიცენზიის სამდღიანი კურსი - თანხას უხდით TLC-ის მიერ ავტორიზებულ სასწავლებელს. სკოლების ჩამონათვალს ნახავთ ამ ბმულზე: https://www.nyc.gov/site/tlc/drivers/driver-education.page

$50–$125 - Passenger Assistance & Wheelchair Accessible (WAV) ტრეინინგი - https://www.nyc.gov/site/tlc/drivers/driver-education.page

$49 (თითო მცდელობისთვის) - TLC მძღოლის ლიცენზიის გამოცდა - თანხას უხდით PSI Testing Services.

$25–$75 - Defensive Driving Course - თანხას უხდით სასწავლებელს, სადაც ამ კურსს გაივლით. აარჩიეთ აქედან ერთ-ერთი: https://dmv.ny.gov/points-and-penalties/pirp-and-ipirp

თუ ამ თანხის ერთობლივად მობილიზებას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ, ნელ-ნელა გაიაროთ ყველა ეტაპი. რეგისტრაციიდან 90 დღე გაქვთ საიმისოდ, რომ ყველა მოთხოვნა შეასრულოთ. შესაბამისად, შეგიძლიათ, ყოველი ეტაპი თქვენს ფინანსურ და დროის შესაძლებლობებს მოარგოთ.


გისურვებთ წარმატებებს!